სუპერლიგა: "ქუთაისმა" "ოლიმპი" გაანადგურა

AutoSharing Option
ქუთაისში ბრძოლა არ შედგა. სუპერლიგის ლიდერმა “ქუთაისმა” მორიგი გამარჯვება იოლად მოიპოვა. “ოლიმპი”, რომელმაც წინა მატჩში მოქმედი ჩემპიონი “დინამო” დაამარცხა, იმერეთის მთავარ ქალაქში ვერაფერი გააწყო და სუპერლიგის ვიცე-ჩემპიონთან 32 ქულით – 60:92 დამარცხდა.

მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოდგა პირველი ნახევარი, რომელშიც მასპინძლები, მართალია, იგებდნენ, მაგრამ სოლიდურად დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. პირველი პერიოდი ქუთაისელებმა 22:15 მოიგეს, ხოლო მეორეში 21:16 იმარჯვეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა კიდევ უფრო მოუმატეს და უპირატესობა 20 ქულამდე გაზარდეს. შეხვედრა ისე ჩამთავრდა, “ოლიმპს” რაიმეს შეცვლის შანსი არ
მისცემია. “ქუთაისმა” მორიგი გამარჯვება მოიპოვა და სუპერგის ლიდერობა განიმტკიცა.

ქუთაისელებს აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, რომელმაც ორმაგი დუბლი – 13 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 12 ქულით დაასრულა შეხვედრა დეჟუან რაითმა, ხოლო 10-10 ქულა რიჩარდ მათიაშვილმა და გიორგი ცირეკიძემ მიითვალეს. “ოლიმპში” 16 ქულით რევაზ როგავა გამოირჩა, გივი ბაქრაძემ კი 13 ქულა მოაგროვა.

სუპერლიგის მორიგი მატჩები 20 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული