ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის ჩემპიონატში შედეგიან თამაშს აგრძელებს, მაგრამ მის ხელში “ბიბლოსს” გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია. მორიგი ტურის მატჩში ქართველმა ფორვარდმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა, მისმა გუნდმა კი “ლოუაზიესთან” 82:91 წააგო.
ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 38 წუთში 26 ქულა, 13 მოხსნა (7 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 12-დან 10 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
“ბიბლოსს” 2 მოგება და
14 მარცხი მოუგროვდა და კვლავაც ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 31 იანვარს, ერთ-ერთი ლიდერის, “ალ რიადის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით