შენგელიას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, შერმადინი კი გაციებული იყო და არ უთამაშია[VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად უპრობლემოდ სძლია "სარაგოსას" 98:74.

ამ შეხვედრაში თორნიკემ 21:12 წუთში 14 ქულა ჩააგდო (10-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 4 საჯარიმო), 9-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და ორჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ორჯერ დაუფარა მეტოქეს და 2 პერსონალური მიიღო. მეტსაც შეძლებდა, მაგრამ მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა და ეტყობა, მწვრთნელმა ამის გამო ბოლომდე არ დატვირთა.

რაც შეეხება გიორგი შერმადინს, რამოდენიმე დღეა გაციებულია და "უნიკახამ" მისი დახმარების გარეშე 72:57 დაამარცხა "ესტუდიანტესი".

"ბასკონია" 14
მოგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, "უნიკახა" კი 13 მოგებით - მეხუთეზე.

მკითხველის კომენტარები / 1 /
თოკო-ჩვენი სიხარული!
0

სიახლეები პოპულარული