"გოლდენ სტეიტი": სტეფის დაბრუნება და ტრავმა, ზაზას 9 მოხსნა, უიღბლო მაკგი [VIDEO]

AutoSharing Option
24 მარტს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "ატლანტას" უმასპინძლა და ანგარიშით 106:94 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეუულში და მოედანზე 15:23 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 2 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ ექვსმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანს "გოლდენ სტეიტის" ლიდერი სტეფ კარი დაუბრუნდა. კარიმ 25 წუთში 29 ქულა ჩააგდო.

თუმცა სტეფი მესამე პერიოდის შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა, რომელსაც ერთ ეპიზოდში ჯავალ მაკგი დაახტა, ფეხი ატკინა.


ოკლენდელები
მომდევნო მატჩს შინ "იუტასთან" 26 მარტს, თბილისის დროით 04:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

პორტლენდი-ბოსტონი 100:105
სან ანტონიო-იუტა 124:120
ჩიკაგო-მილუოკი 105:118
ოკლაჰომა-მაიამი 105:99
კლივლენდი-ფინიქსი 120:95
ნიუ იორკი-მინესოტა 104:108
ტორონტო-ბრუკლინი 116:112
ინდიანა-ლეიკერსი 109:104
ვაშინგტონი-დენვერი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული