02:35 15-04-2018
"გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოს" ზაზა ფაჩულიას გარეშე სძლია [VIDEO]
AutoSharing Option
ამ შეხვედრაში "უორიორსის" მწვრთნელმა სტივ კერიმ შემადგენლობაში რამოდენიმე ცვლილება განახორციელა - ფაჩულიას ნაცვლად ჯავეილ მაკგი, ხოლო ტრავმირებული სტეფ კარის მაგივრად ანდრე იგუადალა ათამაშა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 27 ქულით კალიფორნიელი კლეი ტომპსონი იყო, მისმა თანაგუნდელმა კევინ დიურანტმა 24 ქულა ჩააგდო, 8-ჯერ მოხსნა ბურთი და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მაკგის ანგარიშზე 15 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარებაა. "სან ანტონიოდან" ყველაზე მეტი, 15 ქულით თავის გუნდს რუდი გეია შეეწია.
შეგახსენებთ, პლეი-ოფის სერიები 4 მოგებამდე გრძელდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ზაზამ ამოწურა საკუთარი თავი გოლდენში!!!
8
1
სპორტალის ტროლდეტექტორი როა,იმან არ გაგიგოს თორემ ძალიან ეწყინება ))))
4
0
ისევ საკუთარ თავს ელაპარაკები შიბლატროლი? :DDDDD
1
1
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (3)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული