მანუჩარ მარკოიშვილის 7 ქულა და "რეჯიო ემილიას" გამარჯვება იტალიაში

AutoSharing Option
18 აპრილს მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" იტალიის ჩემპიონატის 26-ე ტურში კრემონას "ვანოლის" უმასპინძლა და ანგარიშით 91:84 დაამარცხა. 

ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 30 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მარკოიშვილმა 7 ქულა, 4 პასი და 1 მოხსნა გაიფორმა. ყველაზე მეტი, 23 ქულა ქართველის ამერიკელმა თანაგუნდელმა ჯულიან რაითმა ჩააგდო.

"რეჯიო ემილია" მომდევნო მატჩს 22 აპრილს, ასევე შინ, "ტორინოსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული