"სან ანტონიომ" "გოლდენ სტეიტს" სერიაში სხვაობა შეუმცირა, ფაჩულია ისევ არ ათამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
22 აპრილს, ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფის სერიის მეოთხე მატჩში სტუმრად დამარცხდა "სან ანტონიოსთან" 90:103.

ამ შეხვედრაში მასპინძლები თავიდანვე დაწინაურდნენ, პირველი ტაიმი 14 ქულით მოიგეს, მესამე მეოთხედში სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება "სან ანტონიოს" დარჩა.

არადა, "უორიორზს" რომ მოეგო, სერიაში გამარჯვებული გამოდიოდა, ახლა კი ანგარიში 3:1-ია.

სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა არც ამჯერად არ დაუთმო სათამაშო დრო.

ამ მატჩში ყველაზე მეტი, 34 ქულა კევინ დიურანტმა ჩააგდო (პლუს 13 მოხსნა), ხოლო მასპინძელთაგან 22 ქულით ყველაზე შედეგიანი ლამარკუს
ოლდრიჯი იყო, რომელმაც 10-ჯერ მოხსნა ბურთი.


შემდეგი შეხვედრა სამშაბათს "ორაკლ არენაზე" ჩატარდება.

სხვა მატჩები:

ახალი ორლეანი - პორტლენდი 131:123 (4:0)
მინესოტა - ჰიუსტონი 121:105 (1:2)
იუტა - ოკლაჰომა სიტი 115:102 (2:1)
მილუოკი - ბოსტონი 104:102 (2:2)
მაიამი - ფილადელფია 102:106 (1:3)
მკითხველის კომენტარები / 5 /
ფსონს ყოველ დღე, დილიდან გვიან ღამემდე დაუღალავი და მძიმე ტროლობით აღებული ხელფასიდან ჩამოდიხარ შიბლაკაცავ? :DDDD
მსქროლავო შიბლა ტროლო
14:31 23-04-2018
1
ზუსტად ვიცოდი და მჯეროდა, რომ კერი არ ათამაშებდა ზაზას, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ფსონს ჩამოვდივარ, რომ ზაზა შემდაგ თამაშს ითამაშებს.
1

სიახლეები პოპულარული