გიორგი შერმადინმა 1 ქულით წაგებულ მატჩში "სარაგოსას" 2 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" საკუთარ მოედანზე დამარცხდა "სარაგოსასთან" 82:83.

გიორგიმ მხოლოდ 9:41 წუთი ითამაშა და 2 ქულა ჩააგდო (1-დან 1 ორქულიანი და 1-დან 0 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 1 პერსონალური მიიღო.

შეგახსენებთ, ტრავმის გამო მას 2 თვე გაუცდა, პირველად წინა ტურში ითამაშა და "გრან კანარიასთან" შეხვედრაში ორივე გუნდიდან საუკეთესი გახლდათ.

37 ქულით ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გარი ნილი (სარაგოსა) იყო, რომელიც მატჩის MVP გახდა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 39 იყო. მასპინძელთაგან კი
ყველაზე მეტი, 17 ქულა ჯეფ ბრუკსმა ჩააგდო.

"უნიკახა" 18 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული