მაიკლ დიქსონის 57 ქულა ფინალური სერიის 2 მატჩში

AutoSharing Option
თურქეთის პირველი ლიგის ფინალურ სერიაში მაიკლ დიქსონი შეუჩერებელია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გუნდის შედეგზე ეს ჯერ არ აისახება.

ქართული პასპორტის მქონე "ბაჰჩეშეჰირის" ამერიკელმა ლეგიონერმა "აფიონ ბელედიესისთან" პირველ მატჩში (60:64) 27 ქულა ჩააგდო, დღეს კი თავისი მაჩვენებელი გააუმჯობესა.

სამწუხაროდ, "ბაჰჩეშეჰირმა" მე-2 საგარეო შეხვედრაც წააგო (70:78), დიქსონმა კი ამჯერად 38:19 წუთში 30 ქულა, 2 მოხსნა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

მაიკლმა 7-დან 4 ორქულიანი, 9-დან 6 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ
კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

"აფიონის" მაისურით 32:47 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა ჯეიკობ პულენმა, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული კალათბურთელია.

ფინალური სერიის მომდევნო მატჩი უკვე "ბაჰჩეშეჰირის" სარბიელზე 30 მაისს ჩატარდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული