ბრავო შენგელია - "ბარსელონას" 22 ქულა ჩაუგდო და "ბასკონია" ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად ოვერტაიმში 88:82 დაამარცხა "ბარსელონა" , სერია 3:1 მოიგო და ფინალში გავიდა.

ეს მატჩიც მეტად დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგეს, მეოთხე მეოთხედში 11 ქულითაც იყვნენ წინ, მაგრამ "ბარსამ" ბოლოს ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და დამატებითი დრო დაინიშნა. ოვეტაიმში კი ვიტორიელებმა იმარჯვეს.

ჩინებულად გაისარჯა თორნიკე - მან 34:36 წუთში 22 ქულა ჩააგდო (4-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი, 10-დან 8 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა
გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 33 გახლდათ.

ის მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და MVP გახდა.

ფინალში "ბასკონია" "რეალს" ხვდება, პირველი თამაში 13 ივნისს მადრიდში ჩატარდება, ისევე როგორც მეორე შეხვედრა 15 ივნისს, შემდეგი მატჩი 17 ივნისს ვიტორიაში გაიმართება, თუ გამაჯვებული ვერ გამოვლინდება, გუნდები მეოთხედ 19-ში იქვე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და თუ მეხუთე შეხვედრის ჩატარებაც გახდა საჭირო, 22-ში ესპანეთის დედაქალაქში ითამაშებენ. ასე რომ, თორნიკე ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში.


altშენგელია - ჟურნალისტებს: თავი დამანებეთ, თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვება სუფრასთან უნდა აღვნიშნო

altესპანური პრესა შენგელიას აქებს - რას მოუხერხებს თოკო უძლეველ "რეალს"? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნბიასი არ ფიქრობს ეხლა ნამდვილად დროა
შოთა გუგეშაშვილი
11 ივნისი 2018 22:03
0
დიდოოოოოოოოოო! რა იყო ეს ააააააა!!!!!!
ikandro kiria
11 ივნისი 2018 15:04
0
ვენაცვალე მამამის, ასეთი კაცის გაზრდისთვის ! ბასკონიას გამოადგა, ნაკრებშიც იმედი მაქვს.
ALONZO
11 ივნისი 2018 10:48
0
ყოველმხრივ საამაყო კაცია!
xxx
11 ივნისი 2018 10:03
0
ქართველი ლებრონ ჯეიმსი მეტს ვერაფერს ვიტყვი ამ კალათბურთელზე.....
reali
11 ივნისი 2018 09:21
0
ნადირაძე ევროპის ჩემპიონია და რომ დადოთ არა?
zv
11 ივნისი 2018 00:11
1
ვულოცავ თოკოს ამ წარმატებას და ზოგადად ბრწყინვალე სეზონს. აქვე დავამატებდი, რომ ჩვენ გულშემატკივარს იმიტომ გვიხარია ჩვენი სპორტსმენების ინდივიდუალური თუ საკლუბო წარმატებები, რომ ნაკრებს გამოადგნენ და ნაკრებში გვეიმედებიან თორემ ამის გარეშე ეს მათი პირადი წარმატებაა და მეტი არაფერი, გულშემატკივრისათვის ხომ მითუმეტეს.
ანესთეზეოლოგი
11 ივნისი 2018 00:08
1
dzaan magari tamashi iyo.liveshi vuyure.toko fizikurad daglili chanda.magram tvinit tamashobs
og
10 ივნისი 2018 23:59
0
ეს ყველაფერი - კარგი, მაგრამ იმდენი არ ქნას, ჩენს თამაშებზე ისევ ვერ ჩამოვიდეს. როგორია გრაფიკი? ასწრებს?
ვვვ
10 ივნისი 2018 23:23
2
წელს შეჭამა ბარსა თოკომ.. რეგილარულში 30 ქულაც ჩაუგდო, იქნებ რეალსაც მოუგონ.. თოკო ბოსტონში რაკარგი იქნებოდაა!
Chaachi
10 ივნისი 2018 23:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული