ბრავო შენგელია - "ბარსელონას" 22 ქულა ჩაუგდო და "ბასკონია" ფინალში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეოთხე მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" სტუმრად ოვერტაიმში 88:82 დაამარცხა "ბარსელონა" , სერია 3:1 მოიგო და ფინალში გავიდა.

ეს მატჩიც მეტად დაძაბული გამოდგა, სტუმრებმა პირველი ტაიმი 10 ქულით მოიგეს, მეოთხე მეოთხედში 11 ქულითაც იყვნენ წინ, მაგრამ "ბარსამ" ბოლოს ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და დამატებითი დრო დაინიშნა. ოვეტაიმში კი ვიტორიელებმა იმარჯვეს.

ჩინებულად გაისარჯა თორნიკე - მან 34:36 წუთში 22 ქულა ჩააგდო (4-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი, 10-დან 8 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა
გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 33 გახლდათ.

ის მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და MVP გახდა.

ფინალში "ბასკონია" "რეალს" ხვდება, პირველი თამაში 13 ივნისს მადრიდში ჩატარდება, ისევე როგორც მეორე შეხვედრა 15 ივნისს, შემდეგი მატჩი 17 ივნისს ვიტორიაში გაიმართება, თუ გამაჯვებული ვერ გამოვლინდება, გუნდები მეოთხედ 19-ში იქვე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და თუ მეხუთე შეხვედრის ჩატარებაც გახდა საჭირო, 22-ში ესპანეთის დედაქალაქში ითამაშებენ. ასე რომ, თორნიკე ნებისმიერ შემთხვევაში დაეხმარება საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში.


altშენგელია - ჟურნალისტებს: თავი დამანებეთ, თანაგუნდელებთან ერთად გამარჯვება სუფრასთან უნდა აღვნიშნო

altესპანური პრესა შენგელიას აქებს - რას მოუხერხებს თოკო უძლეველ "რეალს"? [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნბიასი არ ფიქრობს ეხლა ნამდვილად დროა
შოთა გუგეშაშვილი
22:03 11-06-2018
0
დიდოოოოოოოოოო! რა იყო ეს ააააააა!!!!!!
ikandro kiria
15:04 11-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული