ამერიკელი ჟურნალისტი: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს და შესაძლოა, კარიერაც დაასრულოს

AutoSharing Option
გადაწყვეტილია, რომ ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი და "უორიორსის" ახალი ამბების მიმომხილველი ენტონი სლეიტერი ავრცელებს.

უფრო მეტიც, ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ ქართველმა ცენტრმა შესაძლოა, სულაც კარიერა დაასრულოს, თუმცა, თუ ეს არ გააკეთა, ის "გოლდენ სტეიტის" რიგებში არცერთ ვარიანტში აღარ იასპარეზებს.

34 წლის ფაჩულიამ გასულ სეზონში 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 57 ძირითად ხუთეულში დაიწყო.

ის საშუალოდ 5,4 ქულას, 4,7 მოხსნასა და 1,6 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა NBA
-ს ჩემპიონობა ზედიზედ მეორე სეზონში მოიპოვა.

altზედიზედ მეორედ! - ზაზა ფაჩულია NBA-ს ჩემპიონია! [VIDEO]

altროგორ აღნიშნა "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს ჩემპიონობა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
სირცხვილია ბოისა იყოს ნაკრებსი და ზაზა არა როგორ გვჩირდები ზაზა ფარზე ზერბეტან მოხსნებსი
შოთა გუგეშაშვილი
13 ივნისი 2018 19:49
0
ზაზა გულითადათ გილოცავთ. საქართველოს ნაკრებს ჭირდება შენი თავი, გამოიჩინე თავმდაბლობა სამშობლოს სიყვარულისთვის, რომელიც მხოლოდ დიდ ადამინებს ჩვევიათ, დაუბრუნდი და დაეხმარე საქართველოს ნაკრებს, ამ გადამწყვეტ თამაშებში. მიიღე ეს როგორც ქართველი ხალხის და გულშემატკივრების თხოვნა. დიდი ფეხბურთელი მესიც ხომ დაბრუნდა ნაკრებში.
nugo
12 ივნისი 2018 14:05
1
ამ ამერიკელმა ჟურნალისტებმა ჯობია ერთი ადგლი დააყენონ. ზაზას თქვენი ჭკუის სწავლება არ სჭირდება.
გიგა
12 ივნისი 2018 12:58
2
ყოჩაღ ზაზა! რაც მთავარია მიზანი მიღწეულია, გილოცავთ მთელი სულით და გულით, ზაზას პირველ რიგში და შემდეგ სრულიად საქართველოს! ეპოქალური მომენტია, ისტორია დაიწერა. ეხლა ჩემი აზრით სრულიად მშვიდად შეუძლია გადავიდეს ასოციაციის ნებისმიერ უამბიციო კლუბში ან ევროპაშიც არ იქნებოდა ცუდი, მაგალითად ესპანეთში, ეს ჩემი მოკრძალებული აზრია :)
NBA
12 ივნისი 2018 11:37
3
ეგ შენი აზრი ცოტა უცნაურს უფრო გავს.. კაცი ნბას ჩემპიონიდან ევროპაში ჩამოვიდეს>?? ანდა უფრო უპრიანი იქნება საქართველოში კაკტუსში მშვენიერი გუნდია ხოო?? ისე არა სავალდებულო რაც ტვინში მოგივა აქ რო უნდა დაწერო
reali
12 ივნისი 2018 13:40
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული