120 ქულა 2 მატჩში - ტედ მაკფადენი ჩინეთში შეუჩერებელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ტედ მაკფადენი ჩინეთში საოცარ შედეგიანობას აჩვენებს.

56 ქულის ჩაგდებისა და კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარების შემდეგ მაკფადენმა გასულ 2 ტურში ჯამში 120 ქულა ჩააგდო და ისევ MVP-ის ტიტული დაიმსახურა.

მატჩები პარასკევს და კვირას გაიმართა. 3 აგვისტოს მაკფადენის "ჩონქკინგმა" "ბეიჯინს" უმასპინძლა და 149:121 დაამარცხა. ქართული პასპორტის მქონე უკანახაზელმა 14 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი 61 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა. მაკფადენმა შეუცვლელად - 48 წუთი ითამაშა და საოცარი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ კი "ჩონქკინგმა" "ლჰასას"
უმასპინძლა და 133:125 სძლია. ამ მატჩში ტედ მაკფადენმა ასევე შეუცვლელად ითამაშა და 59 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. "ჩონქკინგს" 8 მოგების წილ 15 მარცხი აქვს და 15-გუნდიან NBL-ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს მაკფადენის გუნდი 8 აგვისტოს, შინ "გუიჟუსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჭ ლიგაში ხდება ეგ ყველაფერი ეგეც დაურთეთ
Rumba
11:21 07-08-2018
1
ეს ციფრები, ძალიან არასერიოზულად მეჩვენება.თითქოს საჩვენებელი მატჩების ანგარიშებს ჰგავს
სოსო
11:19 07-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული