"დეტროიტმა" "კლივლენდი" დაამარცხა - ფაჩულიამ ორი ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შესანიშნავი სერია აქვს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსს". მათ ამჯერად "კლივლენდი" დაამარცხეს (110:103) და ზედიზედ მეოთხე მოგებას მოუყარეს თავი.

ზაზა ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 10 წუთში მხოლოდ 2 ქულას, 2 მოხსნას და 3 პასს მოუყარა თავი.

მატჩის გამორჩეული მოთამაშეები ბლეიკ გრიფინი (26 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი, 6 დაკარგვა) და ანდრე დრამონდი (26 ქულა, 22 მოხსნა, 1 ბლოკი) იყვნენ, რომლებმაც პარკეტზე 36-36 წუთი გაატარეს.

კლივლენდელთაგან საუკეთესო კაილი კორვერი იყო, რომელმაც 21 ქულას, 2 მოხსნას და 2 პასს
მოუყარა თავი.

ოთხი გამარჯვების შემდეგ "დეტროიტი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე პოზიციას იკავებს.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი "ბოსტონს სელტიკსთან" 28 ოქტომბერს, ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ორლანდო მეჯიქი-პორტლენდი 114:128
ოკლაჰომა-ბოსტონ სელტიკსი 95-101
ლოს ანჯელეს ლეიკერსი-დენვერ ნაგეტსი 121:114

altლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსის" მაისურით პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
აღმოსავლეთ კონფერენციაშია 2,3-ე ადგილზე და საიდან დაასკვენით რომ დასავლეთ კონფერენციაშია?
შოთა
11:22 26-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული