გოგას სათამაშო დრო იზრდება - "ორლანდომ" "კლივლენდი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წინასასეზონო მატჩში "ორლანდო მეჯიქმა" "კლივლენდ კავალიერსი" 108:105 დაამარცხა.

"მეჯიქის" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ მოედანზე 11:21 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 2 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა კალათბურთელმა 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, პირველ პრესეზონის მატჩში, სადაც "ორლანდომ" "ნიუ ორლეანს პელიკანსი" 122:105 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 9 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.

"ორლანდო მეჯიქი" მორიგ წინასასეზონო მატჩს 18 ოქტომბერს, კვლავ "ნიუ ორლეანს პელიკანსის"
წინააღმდეგ გამართავს.

altგოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

altბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო

altგოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ გამოდნება ამისგან არაფერი.
ისევ მესამე ცენტრია, არანაირი გაუმჯობესება.
11 წუთში თუ რამის დამტკიცება გინდა მეტი უნდა შეძლო
სკილაჩი
22:21 13-10-2023
1
- "მეჯიქის" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ მოედანზე 11:21 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 2 მოხსნითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. - ვაა?! დაუგლეჯია კალათზე დაკიდბული ბადეები! ახლა შემდეგ თამაშზე 24 წუთი ნაღდი აქვს!
aburjga
14:39 13-10-2023
1

სიახლეები პოპულარული