თორნიკე შენგელიამ "ესტუდიანტესს" 18 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-6 ტურში "ბასკონიამ" მადრიდში "ესტუდიანტესი" 100:67 გაანადგურა.

შეხვედრის ბედი პირველსავე ტაიმში გადაწყდა, რომელიც სტუმრებმა 26 ქულით მოიგეს.

"ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 23:18 წუთში 18 ქულა ჩააგდო (11-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 17:57 წუთში თავის გუნდს 6 ქულით შეეწია (3-დან 3 ორქულიანი, 5-დან 0 სამქულიანი), 3-ჯერ მოხსნა ბურთი და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.

"ბასკონიამ" ჩემპიონატის სტარტზე 5 შეხვედრა მოიგო, სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და
4 ნოემბერს "ვალენსიას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბითაძეს პროგრესი აქვს არ ვიცი მართლა!! 26 ქულა 11 მოხსნა 4-დან 3 სამქულიანი და 9-დან 7 ორ ქულიანი, 5-დან 5 მოგება ადრიატიკის ლიგაზე, 35 მარგი ქმედების კოეფიციენტი....!!! ასე თუ გააგრძელა ივნისში დრაფტზე ათეულში აირჩევენ, მთავარია შრომა გააგრძელოს და ღმერთმა ტრამვები არიდოს, ძაან სერიოზული ბიჭი გვეყოლება. ფეხბურთში ჩაკვე , კალათბურთში გოგა!!! წარმატებები და უფალი გფარავდეთ!
iolasha
02:34 29-10-2018
1

სიახლეები პოპულარული