გიორგი შერმადინმა "ფიატს" 14 ქულა ჩაუგდო, "უნიკახამ" 1 ქულით გაიმარჯვა

AutoSharing Option
31 ოქტომბერს ევროთასის მე-5 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" ტურინში "ფიატი" 105:104 დაამარცხა.

მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, მალაგური გუნდი მესამე მეოთხედის შემდეგ 11 ქულით იყო წინ, თუმცა ბოლო პერიოდში მასპინძლებმა დაწინაურებაც კი მოახერხეს, მაგრამ შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა შედეგიანი შეტევა განახორციელეს და გაიმარჯვეს.

გიორგიმ 21:04 წუთში 14 ქულა შესძინა თავის გუნდს (9-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა ბურთი და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16 იყო.

22 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯამილ უილსონი (ფიატი) იყო, ხოლო საუკეთესო მოთამაშე 23-იანი კოეფიციენტით ხაიმე ფერნანდესი
(უნიკახა) გახდა.

"უნიკახა" 4 მოგებით "უნიკსთან" ერთად ჯგუფის ლიდერია.

Sportall.ge შეეცდება გიორგი შერმადინის მომენტების ვიდეო უახლოესს დროში შემოგთავაზოთ.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული