გიორგი შერმადინის "უნიკახა" "ვალენსიასთან" შინ დამარცხდა და გადამწყვეტი მატჩი სტუმრად ელის

AutoSharing Option
ძალიან ახლოს იყო ესპანეთის ჩემპიონატის 1/2-ფინალში გასვლასთან გიორგი შერმადინის “უნიკახა”, რომელმაც პირველი მატჩი სტუმრად მოუგო “ვალენსიას”. მეოთხედფინალური სერია ორ მოგებამდეა და მალაგელებს შეეძლოთ საქმე შინ მოემთავრებინათ. საამისოდ საჭირო იყო “ვალენსიას” დამარცხება.

თუმცა შერმადინის გუნდის მეტოქემ მატჩი თავიდანვე მშვენივრად დაიწყო და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა – 76:69.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა და მესამე, გადამწყვეტი მატჩი 4 ივნისს გაიმართება.

ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა სულ 11 წუთი ითამაშა, 2 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული