"დარუშაფაკასთან" მოგებულ მატჩში შენგელია ყველაზე შედეგიანი იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-5 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე "დარუშაფაკა" გაანადგურა 82:56.

სტუმრებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს მასპინძლებს წინააღმდეგობა.

13 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო. მან 17:34 წუთში 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩაააგდო, 6-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 გახლდათ.

მატჩის MVP 21-იანი კოეფიციენტით მისი თანაგუნდელი ვინსენტ პორიე გახდა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 18:56 წუთში 8 ქულით შეეწია ბასკურ გუნდს.

"ბასკონიამ" ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით მე-11
ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული