ევროლიგის მე-5 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე "დარუშაფაკა" გაანადგურა 82:56.
სტუმრებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწიეს მასპინძლებს წინააღმდეგობა.
13 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელია იყო. მან 17:34 წუთში 8-დან 6 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩაააგდო, 6-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 გახლდათ.
მატჩის MVP 21-იანი კოეფიციენტით მისი თანაგუნდელი ვინსენტ პორიე გახდა.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 18:56 წუთში 8 ქულით შეეწია ბასკურ გუნდს.
"ბასკონიამ" ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და ჯერჯერობით მე-11 ადგილზეა.