დუდა სანაძემ "რეალს" 15 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე-9 ტურში ქართველების "გიპუსკოა" მადრიდში 71:104 განადგურდა "რეალთან".

დუდა სანაძემ ამ მატჩში 25:10 წუთში 15 ქულა ჩააგდო (7-დან 3 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი), 7-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბექა ბურჯანაძემ კი 17:28 წუთში თავის გუნდს 2 ქულა შესძინა, 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"გიპუსკოა" 2 მოგებით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა და 24 ნოემბერს გასვლაზე "ვალენსიას" ხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული