ბითაძემ კრკა-ს 10 ქულა ჩაუგდო და "მეგა ბემაქსი" დამარცხდა

AutoSharing Option
ადრიატიკის ლიგის მე-8 ტურში გოგა ბითაძის "მეგა ბემაქსი" სტუმრად 69:82 დამარცხდა კრკა-სთან.

ბითაძემ 16:00 წუთში 10 ქულა ჩააგდო (6-დან 3 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი და საუკეთესო კალათბურთელი 23 ქულითა და სარგებლიანობის 28-იანი კოეფიციენტით პაოლო მარინელი გახდა.

"მეგა ბემაქსი" 6 მოგებით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული