"პისტონსის" ქართველი მცველი ზაზა ფაჩულია შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საბოლოო ჯამში პარკეტზე 7:16 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 6 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
ზაზამ 4-დან ორი ორქულიანი ჩააგდო და ორიდან ორივე საჯარიმო ზუსტად ისროლა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 43 ქულა მასპინძელთა ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო. კლინტ კაპელამ 27 ქულა
"დეტროიტიდან" ბლეიკ გრიფინი გამოირჩა, რომელმაც 37 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ანდრე დრამონდმა კი 20 ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
ამ მარცხის შემდეგ "დეტროიტს" 15 შეხვედრაში 7 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს.
მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 24 ნოემბერს კვლავ "ჰიუსტონთან", ამჯერად შინ, ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
იუტა-საკრამენტო 110:119
დალასი-ბრუკლინი 119:113
სან ანტონიო-მემფისი 103:104
ჩიკაგო-ფინიქსი 124:116
კლივლენდი-ლეიკერსი 105:109
მილუოკი-პორტლენდი 143:100
მინესოტა-დენვერი 101:103
ატლანტა-ტორონტო 108:124
ბოსტონი-ნიქსი 109:117
შარლოტი-ინდიანა 127:109
ფილადელფია-ნიუ ორლეანი 121:120
კლინტ კაპელა: დრაფტის შემდეგ დედას ვალი დავუფარე, რომელიც 20 წელი უნდა ეხადა