ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ჰიუსტონს" რევანში აუღო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს 24 ნოემბერს გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" NBA-ს რეგულარუი ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "ჰიუსტონს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 116:11 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ "ჰიუსტონმა" "დეტროიტს" შინ სძლია, ახლა კი "პისტონსმა" რევანში აიღო.

ქართველი ცენტრი პარკეტზე სულ რაღაც 4 წუთით გამოჩნდა და ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ 1 მოხსნა მიითვალა. ზაზამ ორიდან 2 ტყორცნა ააცილა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 33 ქულა ჯეიმს ჰარდენმა ჩააგდო, მის შემდეგ ყველაზე შედეგიანი კლინტ კაპელა იყო, რომელმაც 29 ქულა 21 მოხსნა მიამატა.

"დეტროიტიდან" 28 ქულა ბლეიკ გრიფინმა მიითვალა, ხოლო
ანდრე დრამონდმა 23 ქულა და 20 მოხსნა მოაგროვა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში "დეტროიტი" 9 მოგებითა და 7 მარცხით მე-5 ადგილზე იმყოფება.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 26 ოქტომბერს ჩვენი დროით 01:00 საათზე შინ "ფინიქსთან" გამართავს.

დღის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

გოლდენ სტეიტი-პორტლენდი 125:97
ლეიკერსი-იუტა 90:83
დენვერი-ორლანდო 112:87
მილუოკი-ფინიქსი 114:116
ჩიკაგო-მაიამი 96:103
ინდიანა-სან ანტონიო 100:111
ოკლაჰომა-შარლოტი 109:104
ატლანტა-ბოსტონი 96:114
ნიქსი-ნიუ ორლეანი 114:109
ფილადელფია-კლივლენდი 112:121
ტორონტო-ვაშინგტონი 125:107
კლიპერსი-მემფისი 112:107
მკითხველის კომენტარები / 1 /
ან ქალაქი დაწერეთ ან სახელწოდება გუნდის, რა აბდა-უბდათ წერთ!
ვახო
14:31 24-11-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული