ქართველი მოთამაშე სათადარიგო იყო და პარკეტზე 17:18 წუთი გაატარა, რა პერიოდშიც თავი 9 ქულას, 6 მოხსნას და 1 პასს მოუყარა. მან 3-დან 3 ორქულიანი და ამდენივე საჯარიმო გამოიყენა.
საუკეთესო მასპინძელთა ფორვარდი ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც 36 წუთში 30 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი დააგროვა.
ამ გამარჯვებით "დეტროიტს" 11 მოგება და 7 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.
შემდეგ მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი 1-ელ დეკემბერს, "ჩიკაგო ბულსთან" გამართავს. შეხვედრა ჩვენი დროით 04:00 საათზე დაიწყება.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
მაიამი - ატლანტა 113:115
მემფისი - ტორონტო 114:122
დენვერი - ლეიკერსი 117:85
ფენიქსი - ინდიანა 104:109
ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე 3 ქულა დააკლდა! - "დეტროიტმა" "სანსს" სძლია [VIDEO]