ზაზა ფაჩულიას "დეტროიტის" ზედიზედ მე-4 გამარჯვება, ჯერი "გოლდენ სტეიტზეა" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა" გამთენიისას NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში "ჩიკაგო ბულს" უმასპინძლა და ანგარიშით 107:88 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი შეხვდრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე საბოლოო ჯამში 18 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 4 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

ზაზამ 2-დან ერთ ორქულიანი და 2-დან ორი საჯარიმო ჩააგდო.

ბლეიკ გრიფინმა 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ადრე დრამონდმა 19 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა.

ეს "დეტროიტის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა და აღმოსავლეთ კონფერენციაში
12 მოგებით და 7 მარცხით მე-4 ადგილს იკავებენ.

"დეტროიტის" მომდევნო მატჩს 2 დეკემბერს ჩვენი დროით 04:00 ზაზა ფაჩულიას ყოფილ გუნდს "გოლდენ სტეიტს" შეხვდება. შეგახსენებთ, რომ "უორიორსის" შემადგენლობაში ფაჩულიამ ორი ოქროს ბეჭედი მოიგო.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-დალასი 114:103
პორტლენდი-დენვერი 112:113
ფინიქსი-ორლანდო 85:99
მაიამი-ნიუ ორლეანი 106:101
ოკლაჰომა-ატლანტა 124:109
სან ანტონიო-ჰიუსტონი 105:136
ბრუკლინი-მემფისი 125:131
ბოსტონი-კლივლენდი 128:95
შარლოტი-იუტა 111:119
ფილადელფია-ვაშინგტონი 123:98

მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ რას დაგლიჯავს დეტროიტი რომ ფინალში გავიდეს და თუნდაც ვერ მოიგოს.
!!!!!!!
01 დეკემბერი 2018 13:32
0
ბარემ, ჯობია მოიგოს კიდეც! :–)
N
01 დეკემბერი 2018 15:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული