ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და "დეტროიტის" უკვე ზედიზედ მე-5 მარცხი [VIDEO]

AutoSharing Option
11 დეკემბერს ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსი" სტუმრად "ფილადელფიას" შეხვდა და ანგარიშით 102:116 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო და საბოლოო ჯამში პარკეტზე 10:48 წუთი გაატარა.

ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 6 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ფაჩულიამ 7-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ზაზა ფაჩულიას მომენტები ფილადელფიასთან

ყველაზე მეტი, 28 ქულა სტუმართა კალათბურთელმა ლუკ კენარდმა ჩააგდო. "სიქსერსის" ცენტრმა ჯოელ ემბიდმა 24 ქულა მიითვალა.

"დეტროიტს" ერთ-ერთი ლიდერი ბლეიკ გრიფინი არ
ჰყავდა. ამასობაში ანდრე დრამონდმა 21 ქულა და 17 მოხსნა მოაგროვა.

ეს "პისტონსის" ზედიზედ მე-5 მარცხია. ამ წაგების შემდეგ "დეტროიტს" 13 მოგება და 12 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.

ფილადელფია - დეტროიტი 116:102

ზაზა ფაჩულიას გუნდი მომდევნო მატჩს 13 დეკემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე სტუმრად "შარლოტთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

გოლდენ სტეიტი-მინესოტა 116:108
ლეიკერსი-მაიამი 108:105
დენვერი-მემფისი 105:99
ფინიქსი-კლიპერსი 119:123 (111:111)
დალასი-ორლანდო 101:76
ჩიკაგო-საკრამენტო 89:108
მილუოკი-კლივლენდი 108:92
ოკლაჰომა-იუტა 122:113
ბოსტონი-ნიუ ორლეანი 113:100
ინდიანა-ვაშინგტონი 109:101

altრამდენი მილიონი დოლარი გამოიმუშავა ზაზა ფაჩულიამ NBA-ში ჩატარებულ 15 სეზონში?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული