12 დეკემბერს, ევროთასის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" ყაზანში დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა "უნიკსთან" 84:87.
მთელი მატჩი ქულა-ქულაში მიდიოდა და საბოლოოდ მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს.
შერმადინმა 24:18 წუთში 22 ქულა ჩააგდო (11-დან 9 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტით თავის გუნდში საუკეთესო იყო.
გიორგი ამ შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი გახლდათ, მატჩის MVP კი 34-იანი კოეფიციენტით მასპინძელთა გუნდის ამერიკელი ლეგიონერი პიერია ჰენრი გახდა.
D ჯგუფში 8 მოგებით ერთპიროვნული ლიდერი "უნიკსია", "უნიკახა" კი 7 მოგებით მეორე ადგილზეა.