ლიგა ენდესას მე-12 ტურში თორნიკე შენგელიას და მეტ ჯენინგის "ბასკონია" ტენერიფეში 63:70 დამარცხდა ტედ მაკფადენის "იბეროსტართან.
შენგელიამ 32:24 წუთში 18 ქულა შესძინა თავის გუნდს (10-დან 7 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 7-დან 4 საჯარიმო). მის ანგარიშზე 10 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემაა. ის ამ მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო, ხოლო სარგებლიანობის 22-კოეფიციენტით მხოლოდ მასპინძელთა გუნდის მოთამაშეს ხავიერ ბეირანს ჩამორჩა (25).
ჯენინგმა 32:35 წუთში 14 ქულა (2-დან 2 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.
რაც შეეხება მაკფადენს,
ტრავმის გამო არ უთამაშია.
"ბასკონია" 9 მოგებით მესამე ადგილზეა, "იბეროსტარი" კი 7 მოგებით - მეხუთეზე.