Washington Post: ზაზა ფაჩულიას NBA-ის რეკორდი ეკუთვნის, 31 სამქულიანი ისროლა და ვერცერთი ჩააგდო

AutoSharing Option
Washington Post-ი NBA-ის საშობაო მატჩების შესახებ სტატიას აქვეყნებს, ერთი მონაკვეთი კი "დეტროიტის" ქართველ ლეგიონერ ზაზა ფაჩულიას ეხება.

"ზაზა ფაჩულიას სამქულიანი მისია გრძელდება" - ასე ასათაურებს აღნიშნულ მონაკვეთს ამერიკული გამოცემა.

"ზაზა ფაჩულიას წარუმატებლად შესრულებულ სამქულიან სროლებში NBA-ის რეკორდი ეკუთვნის - "დეტროიტის" ცენტრმა რეგულარულ სეზონში 29-ჯერ, ხოლო პლეი-ოფის ჩათვლით 31-ჯერ ისროლა და ფარში ვერცერთხელ მოათავსა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 31-დან მხოლოდ 6 სროლა იყო ფარიდან 9 მეტრზე ახლო მანძილიდან." - ვკითხულობთ სტატიაში.

ზაზა ფაჩულია NBA-ში მე-16 სეზონს ატარებს, მან "გოლდენ სტეიტთან"
ერთად 2-ჯერ ჩემპიონობა იზეიმა.

altზაზა ფაჩულიამ ყოფილ გუნდს 7 ქულა ჩაუგდო - "დეტროიტი" ისევ დამარცხდა [VIDEO]

altNBA-ის ბლოგერი: კარგი რა ზაზა! ყველაფერს საწყალი ბლეიკ გრიფინი ვერ გააკეთებს! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
31 სამქულიანიდან 10-15 მე ჩაგაგდებთ. ამას უნდა ერქვას კალათბურთელი და მე "ხადავიკი"?
დათო
09:09 25-12-2018
10
2003 წლის დრაფტიდან მხოლო 5 შემორჩა ვინც დღესაც აგრძელებს თამაშს. ლებრონი, უეიდი, კარმელო, კაილ კორვერი და ზაზა ფაჩულია. ამის მერე კიდე გამოვა ვიღაც და ზაზას გააკრიტიკებს))) კაცმა ენბიეში 16 წელი გაძლო. აქედან უმრავლეს შემტხვევაში საფლეიოფო დონის გუნდში. ნახევარი მატჩები ძირითადში აქვს ჩატარებული. ორი ბეჭედიც მპიგო და ყველა დროის საუკეთესო გუნდის სასტრარტო ცენტრიც გახლდათ. ამ ფაქტებს ვერ გაექცევით :)
Niko
20:36 24-12-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული