Washington Post: ზაზა ფაჩულიას NBA-ის რეკორდი ეკუთვნის, 31 სამქულიანი ისროლა და ვერცერთი ჩააგდო

AutoSharing Option
Washington Post-ი NBA-ის საშობაო მატჩების შესახებ სტატიას აქვეყნებს, ერთი მონაკვეთი კი "დეტროიტის" ქართველ ლეგიონერ ზაზა ფაჩულიას ეხება.

"ზაზა ფაჩულიას სამქულიანი მისია გრძელდება" - ასე ასათაურებს აღნიშნულ მონაკვეთს ამერიკული გამოცემა.

"ზაზა ფაჩულიას წარუმატებლად შესრულებულ სამქულიან სროლებში NBA-ის რეკორდი ეკუთვნის - "დეტროიტის" ცენტრმა რეგულარულ სეზონში 29-ჯერ, ხოლო პლეი-ოფის ჩათვლით 31-ჯერ ისროლა და ფარში ვერცერთხელ მოათავსა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 31-დან მხოლოდ 6 სროლა იყო ფარიდან 9 მეტრზე ახლო მანძილიდან." - ვკითხულობთ სტატიაში.

ზაზა ფაჩულია NBA-ში მე-16 სეზონს ატარებს, მან "გოლდენ სტეიტთან"
ერთად 2-ჯერ ჩემპიონობა იზეიმა.

altზაზა ფაჩულიამ ყოფილ გუნდს 7 ქულა ჩაუგდო - "დეტროიტი" ისევ დამარცხდა [VIDEO]

altNBA-ის ბლოგერი: კარგი რა ზაზა! ყველაფერს საწყალი ბლეიკ გრიფინი ვერ გააკეთებს! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
31 სამქულიანიდან 10-15 მე ჩაგაგდებთ. ამას უნდა ერქვას კალათბურთელი და მე "ხადავიკი"?
დათო
25 დეკემბერი 2018 09:09
10
2003 წლის დრაფტიდან მხოლო 5 შემორჩა ვინც დღესაც აგრძელებს თამაშს. ლებრონი, უეიდი, კარმელო, კაილ კორვერი და ზაზა ფაჩულია. ამის მერე კიდე გამოვა ვიღაც და ზაზას გააკრიტიკებს))) კაცმა ენბიეში 16 წელი გაძლო. აქედან უმრავლეს შემტხვევაში საფლეიოფო დონის გუნდში. ნახევარი მატჩები ძირითადში აქვს ჩატარებული. ორი ბეჭედიც მპიგო და ყველა დროის საუკეთესო გუნდის სასტრარტო ცენტრიც გახლდათ. ამ ფაქტებს ვერ გაექცევით :)
Niko
24 დეკემბერი 2018 20:36
0
ძაან მეცინება ხოლმე ზაზას რო აკრიტიკებენ, საერთოდ ვერ ვბრაზდები ))))))
რა მაფიაა?
25 დეკემბერი 2018 01:32
1
მაგარი კი არა საშუალოზე დაბალი დონის, მაგრამ ძალიან სტაბილური ცენტრია. მაგარი შეიძლება საქართველოსთვის და ევროპის მეორე დონის ნაკრებებისთვის იყოს. ნაკრებს კი ახლაც ძალიან გამოადგებოდა, მაგრამ მიატოვა. არ შეეძლო ისევ თამაში? ვისაც გჯერათ, დაიჯერეთ. 2008 წელს რომ ნაკრებიდან წასვლა მუდარით გადააფიქრეს ეგეც არ ახსოვს ბევრს. ჩვენ გვახსოვს.
რეალობას მოწყვეტილები ხართ
24 დეკემბერი 2018 17:04
11
თავის თავის კაცია
ALONZO
24 დეკემბერი 2018 19:49
2
ჩვენთვის მაგარია,მაგრამ NBA=დონისთვის საშუალოზე დაბალი დონისაა.რაც შეეხება ზოგიერთის არგუმენტს რომ 15 წელი NBA=შია და კონტრაქტებს უფორმებენო, შე კაი კაცო რა კონტრაქტებს უფორმებენ რატომ არ აკვირდები? მაგას რაც 15 წელში კონტრაქტით აქ აღებული მაგდენი მაგარ ცენტრება 1 ან მაქსიმუმ 2 წელიწადში აქვთ აღებული. 2 მილიონიან ან თუ გინდა 4 მილიონიან კონტრაქტებს მაგარი ცენტრი ხელს არ აწერს NBA-ში.მეტი უკეტესი კონტრაქტი არც ადრე ქონია ფაჩულიას.ასე რომ სიმართლე ესაა და თქვენ როგორც გინდოდეთ ისე თქვით.
mamulo
24 დეკემბერი 2018 18:04
12
ცალტვინა უნდა იყო რომ ვერ განასხვავო რათქმა უნდა მაგარი იყო და არი დამკვიდრდე NBA-ში 15 წელი გიფორმებდნენ კონტრაქტს ეს უკვე ნიშნავს რომ მაგარია აბა ნახე როგორია ცენტრის პოზიციაზე ეჯაჯგურო 2 მეტრიან ზანგებს იმის გარდა ფსიქოლოგიურად გაუმკლავდე გუნდში იმდენი რჯულის და მენტალიტეტის თანაკლუბელებთან თანაარსებობა მოედნის მიღმა იმდენი მნიშვნელოვანი ნიუანსია მაგარი რომ არ ყოფილიყო ვერ გაუმკლავდებოდა ბევრი ცნობილი მსახიობია ოსკარის გარეშე და ზაზას ორი ბეჭედი აქვს ჩემპიონ გუნდში სუსტები არ არიან.
კახა
24 დეკემბერი 2018 16:05
1
ზაზა მაგარია!!! მაგარია თუნდაც იმიტომ რომ NBA-ში მოხვდა, მაგით უკვე ყველაფერია ნათქვამი. იქ ლამაზი თვალებისთვის არ მიჰყავთ. რას ძირითად საქმესაც ავალებდნენ იმას ასრულებდა. სიმაგრე მარტო ის კი არაა ყველაფერში მაგარი იყო, სიმაგრე ისაა თუნდაც ერთი რამე იცოდე მაგრამ პროფესიონალურად, უმაღლეს დონეზე ასრულებდე.
მილანს ჰყავდა გატუზო. არ იყო პირლოს და ზეედორფის ტიპის ფეზბურთელი, არც შორიდან ურტყამდა არც გრძელ პასებს აკეთებდა. სხვა დავალება ჰქონდა გუნდში და იმას ასრულებდა რასაც მოელოდა მისგან ანჩელოტი.
უცხოეთში დამკვიდრება არის ურთულესი ნებისმიერი სფეროში. ბევრად უნდა ჯობდე ადგილობრივს რომ შენ აგიყვანონ “ვიღაც ჩამოსული”. ამიტომ ნუ გვიყვარს ადამიანის შრომის ასე ერთი ხელის მოსმით წყალში გადაყრა
მაინც მაგარია
24 დეკემბერი 2018 15:14
8
და მერე აქ ვინმე გამოხტება და იტყვის, მერე რა, ზაზა მაინც მაგარიაო! ))))))))
ILIA
24 დეკემბერი 2018 14:57
40
ღადაობ ალბათ ხო? )))
რა მაფიაა?
25 დეკემბერი 2018 01:18
0
ბიჭო,ცოტა ტვინი გაანძრიე,რამდენი კალათბურთელი გვყავს ნბს-ის ჩემპიონი?
zas.
24 დეკემბერი 2018 16:21
3
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული