championat.com: "ხიმკის" მოთამაშეები შენგელიას თავის წვერებიანად შთანთქავდნენ

AutoSharing Option
27 დეკემბერს ევროლიგის მე-14 ტურში ჩატარებული "ხიმკისა" და "ბასკონიას" მატჩი (77:85) championat.com-ის ჟურნალისტმა მაკსიმ რიაბინიმა მიმოიხილა და თორნიკე შენგელიას თამაშზე გაამახვილა ყურადღება. გთავაზობთ ამონარიდს.

"ხიმკი" თავს ცუდად იცავდა. პირველ წუთებში აშკარად არ ჰყოფნიდათ შემოქმედითობა და აგრესიულობა. ამაზე გაამახვილებდა ყურადღებას დიდ შესვენებაზე მწვრთნელი ბერცოკასი. იქამდე კი მას იმის ცქერა უწევდა, თუ როგორ გაურბოდა ზუბკოვი სამწამიანში შენგელიასთან ბრძოლას, პურიე კი მალკოლმ ტომასს არ აძლევდა თავისუფლად სუნთქვის საშუალებას.

დებიუტში "ხიმკის" დაბნეულობა ალბათ, ბასკების სიურპრიზის ბრალი იყო. ნიღბით სახედაფარული შენგელია სასტარტო ხუთეულში არ იყო.
პარკეტზე გასვლისას ის თავისი გუნდიდან ერთადერთი გახლდათ, რომელსაც "ხიმკის" მოთამაშეები თავის წვერებიანად შთანთქავდნენ.

თხუთმეტწუთიანი პაუზის შემდეგ "ხიმკი" მოედანზე გავიდა და ისევ პირველი ბურთი მიიღო კალათში. ტაიმ-აუტები ფასეულია და მათი მეორე ტაიმის დასაწყისში გამოყენება წინდაუხედაობაა. ბერცოკასმა არ აიღო. თორნიკემ მწვრთნელს მოთმინებისათვის მადლობა გადაუხადა.

ქართველი მთელი თავისი წონით კალათას ჩამოეკიდა და ჩამოამტვრია. რუსულ კალათბურთში ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. სანამ ფარს ცვლიდნენ, ხიმკელებმა მწვრთნელიგან დავალებები მიიღეს. ამჯერად ამან იმუშავა - ბასკების სუსტი წერტილი მონახეს და სამქულიანებით წინ გაიჭრნენ.

ამანაც არ უშველა. მეოთხე პერიოდის სტარტი 0:7. "ხიმკი" თამაშში დაბრუნდა, მაგრამ ბოლომდე ნერვები არ ეყო - 77:85".

შენგელიამ ამ მატჩში 8 ქულა ჩააგდო და 4-ჯერ მოხსნა ბურთი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კომპლიმენტი გვითხრეს თუ ვაგინო ანბანის მიხედვით
Niko
28 დეკემბერი 2018 16:55
0
რა წერია აქ ვერაფერი გავიგე!
aburjga
28 დეკემბერი 2018 15:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული