შერმადინმა "ვალენსიას" მხოლოდ 5 ქულა ჩაუგდო და "უნიკახა" "ვალენსიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
ევროთასის მეორე ეტაპის პირველ ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახა" სტუმრად 74:85 დამარცხდა "ვალენსიასთან".

შერმადინმა 15:59 წუთში 5 ქულა ჩააგდო (3-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო) და 3-ჯერ მოხსნა ბურთი.

18-18 ქულით ყველაზე შედეგიანები მასპინძელთა გუნდის მოთამაშეები მეტ ტომასი და ვილ ტომასი იყვნენ, 24-იანი კოეფიციენტით კი მატჩის MVP ვალენსიელი ალბერტო ალბალდე გახდა.

"უნიკახადან" 13 ქულით ყველაზე შედეგიანი ხაიმე ფერნანდესი იყო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული