ადრიატიკის ლიგის მე-14 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე უპრობლემოდ სძლია "იგოკეას" 96:70.
ბითაძემ 23:19 წუთში 12 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და მოედანი 5 პერსონალური შენიშვნის გამო დატოვა.
"ბუდუჩნოსტი" 9 მოგებით მე-3 ადგილზეა და 14 იანვარს ბელგრადში ფმპ-ს შეხვდება.
აბას საიტმა ამ მატჩში გოგას მომენტი გამოარჩია - მან ბურთი საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა, მთელი მოედანი დაუბრკოლებლივ გაირბინა და მეტოქის კალათში ჩატენა.