ბითაძემ "იგოკეას" 12 ქულა ჩაუგდო - აბას საიტმა მისი მომენტი გამოარჩია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ადრიატიკის ლიგის მე-14 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე უპრობლემოდ სძლია "იგოკეას" 96:70.

ბითაძემ 23:19 წუთში 12 ქულა ჩააგდო (5-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს და მოედანი 5 პერსონალური შენიშვნის გამო დატოვა.

"ბუდუჩნოსტი" 9 მოგებით მე-3 ადგილზეა და 14 იანვარს ბელგრადში ფმპ-ს შეხვდება.

აბას საიტმა ამ მატჩში გოგას მომენტი გამოარჩია - მან ბურთი საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა, მთელი მოედანი დაუბრკოლებლივ გაირბინა და მეტოქის კალათში ჩატენა.

altგოგა ბითაძის

23 ქულა "მილანთან" ევროლიგის მატჩში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
პერსონალურებს უნდა მოუკლოს, დანარჩენი ყველაფერი იდეალური აქვს!
ლევანი
00:06 07-01-2019
0

სიახლეები პოპულარული