ზაზა ფაჩულია დაბრუნდა და "დეტროიტს" გამარჯვებაში დაეხმარა [VIDEO]

AutoSharing Option
17 იანვარს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიამ NBA-ში წლის პირველი მატჩი გამართა.

მისი "დეტროიტი" შინ "ორლანდოს" დაუპირისპირდა და ოვერტაიმში ანგარიშით 120:115 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფაჩულიამ 8 მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ ზაზას გარეშე ჩტარებულ ამ 8 შეხვედრაში "დეტროიტმა" მხოლოდ ორი მოიგო.

ქართველმა ცენტრმა თამაში, ტრადიციულად, სათადარიგო სკამიდან დაიწყო და საერთო ჯამში, პარკეტზე 14:43 წუთი დაჰყო, თუმცა ყოველი შესვლა პარკეტზე უფრო შედეგიანი და სასარგებლო იყო, ვიდრე სხვა კალათბურთელების მოქმედება.

ზაზას პლუს-მინუსების გრაფაში 16 ეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი პარკეტზე ყოფნისას
"დეტროიტმა" ყველაზე მეტი სარგებელი მიიღო, სხვა კალათბურთელებთან შედარებით.

რაც შეეხება ქართველის მონაგარს, მან 6 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა. ზაზამ 3-ქულიანიც ისროლა, მაგრამ ამჯერადაც ააცილა.

ზაზა ფაჩულიას 6 ქულა და მომენტები ორლანდოსთან მატჩში

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა ბლეიკ გრიფინმა ჩააგდო. ანდრე დრამონდმა 14 ქულას 22 მოხსნა მიამატა.

"ორლანდოს" ბომბარდირი 24 ქულით ნიკოლა ვუჩევიჩი გახდა.

დეტროიტი - ორლანდო 120:115

"დეტროიტს" 19 მოგება, 24 წაგება აქვს და საპლეიოფო ზონის მიღმა, მე-9 ადგილზეა. მომდევნო მატჩს 19 იანვარს "მაიამი ჰიტთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზაზა და შერმადინი თუ ცენტრში ითამაშებენ მორიგეობით, ბითაძეს ფორვარდად შეეძლება თამაში.
მინდია
14:50 17-01-2019
0
ზაზა ეხლაც ძლიერი კალათბურთელია (აზროვნება და ზოგადად მენტალიტეტი).
ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ დეტროიტმა ტყუილად აიყვანა. ის კი არა ფედერაციამ უნდა ითაოს, რომ ძველი წყენები გვერდზე გადაიდოს და საქართველოს ნაკრებში დავაბრუნოთ. აქ უკვე მისი გამოცდილებაც დაემატება და ჩვენ გაცილებით მოგებული დავრჩებით. არ მიმაჩნია ეს ძნელ საქმედ ზაზას პატრიოტობას თუ გავითვალისწინებთ.
გია
14:07 17-01-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული