გოგა ბითაძემ ევროლიგაზე 16 ქულა ჩააგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 იანვარს, ევროლიგის მე-20 ტურში გოგა ბითაძის "ბუდუჩნოსტმა" საკუთარ მოედანზე "გრან კანარიას" 75:70 სძლია.

ბითაძემ 28:36 წუთში 16 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 7-დან 6 საჯარიმო), 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მიითვალა.

მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო და მატჩის MVP გახდა.

გოგა ჩაგდებული ქულებით მხოლოდ თანაგუნდელ ნორის კოულს (20) ჩამორჩა.

აღსანიშნავია, რომ ის ახალ გუნდში გადასვლისას ფოლებით იტვირთებოდა, ამ შეხვედრაში კი მხოლოდ 1 პერსონალური მიიღო.

"ბუდუჩნოსტმა" მე-6 გამარჯვება მოიპოვა, "გრან კანარიას" დაეწია (6-6 მოგება აქვთ) და 1
თებერვალს მოსკოვში ცსკა-ს ხვდება.

კოულის და ბითაძის "ბუდუჩნოსტში" გადასვლის შემდეგ ამ გუნდმა პროგრესირება დაიწყო და მისი ევროლიგის პლეი-ოფში გასვლაც კია შესაძლებელი - 10 ტურია დარჩენილი და მერვე ადგილს 3 მოგება აშორებს. არადა, სულ ცოტა ხნის წინ უიმედო აუტსაიდერი იყო.

altNbadraft.net: გოგა ბითაძეს დრაფტზე "ოკლაჰომა" აირჩევს

მკითხველის კომენტარები / 13 /
" ფოლები" რა არი ერთი გამაგებინოს ამ სტატიის ავტორმა.
ბარემ ბასკეტბოლი დავუძახოთ.
ჯფტკცჰკდჯკ
26 იანვარი 2019 16:25
0
და კიდევ ქულა ჩააგდო იციან მაგარი. არადა ქულის ჩაგდება არ შეიძლება, აგდებენ ბურთს კალათში. ქულას კი აგროვებენ:)))
და Kიდევ საფირმო აქვთ: ულიდერა, უკაპიტნა.. სამარცხვინოა.
Irakliy
26 იანვარი 2019 20:06
0
ყოჩაღ გოგას, ეს ყოველ დღე თამაშს აუმჯობესებს. უკვე რა მაგარია და სულ მალე მართლა ტოპ ვარსკვლავი გვეყოლება. წარმატებები!!
Geo_Dinamo
26 იანვარი 2019 15:41
0
ეგ და შენგო დიდი ძალაა. ფაჩულია არ უნდა წასულიყო ნაკრებიდან. არაა მართალი.იქ თუ შეუძლია , აქ არა? ამბიციები უნდა გადადო და ქვეყანას ემსახურო. შენი ერის სახელის ტარება ბევრ რამეზე მაღლა დგას, მით უფრო კარიერის დასასრულს. ეს ჩემი აზრია.ამპარტავნება სხვა კი არაფერრია.
ვასო
26 იანვარი 2019 12:21
5
თუ ძმა ხარ, რა შენი საქმეა ბლანჟე ექნება თუ სულაც გადაიპარსავს თმას? არ მოგწონს? ნუ მოუშვებ. გოგას მოსწონს და აქვს ბლანჟე.
გვიყვარს ხანდახან ქართველებს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. მაგას ჰქვია პროვIნციალიზმი და გოიმობა.
Irakliy
26 იანვარი 2019 11:20
4
რა ხალხი ხართ რა შუაშია ბლანჟე? ჰოი უბედურო საქართველოვ
ვახო
26 იანვარი 2019 05:12
9
არ უხდება რა. ბავშვია რად უნდა ჯერ. თან აღარ არის მოდაში.
odala
26 იანვარი 2019 09:40
12
ძმურად ეგ ბლანჟე მოიპარსე რა.
Odala
26 იანვარი 2019 03:09
55
თუ ძმა ხარ, რა შენი საქმეა ბლანჟე ექნება თუ სულაც გადაიპარსავს თმას? არ მოგწონს? ნუ მოუშვებ. გოგას მოსწონს და აქვს ბლანჟე.
გვიყვარს ხანდახან ქართველებს სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფა. მაგას ჰქვია პროვIნციალიზმი და გოიმობა.
Irakliy
26 იანვარი 2019 10:06
2
მეორე ნახევარი დიდებულად ითამაშა.ნამდვილად მოვიდა დრო წავიდეს ნბა-ში და ორ-სამ წელიწადში ამ მონდომებით ისე დაიხვეწება და იმდენს აითვისებს, რომ დიდი ვარსკვლავი გვეყოლება.
emigranti
26 იანვარი 2019 02:36
0
იმენა ფარზე რო ააწყონ ერთი თამაში მერე ნახე შენ გოგა.უნდა დატვირთონ უფრო მეტად და 20 ქულაზე ნაკლებს არ გააკეთებს თამაშში
დდდ
26 იანვარი 2019 01:19
1
გოგას თამაშის შემხედვარე, არ მეშინია იმის თქმა რომ ის უკვე დღეს ჯობია ნბა-ს ზოგიერთ ცენტრს და თუ ასე დაუღალავ სტილში გააგრძელებს შრომას, იქაც წამყვან ცენტრად იქცევა
qomagi
26 იანვარი 2019 01:06
3
- აქ რომ გახალისდებიან ხოლმე ბნელი ჭაობის ჩამყაყებული ბაყაყები და პრიმიტივ-დეგენერატები...
ვინ გააჩერებს და...
26 იანვარი 2019 00:32
5

სიახლეები პოპულარული