"დეტროიტმა" გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი დაამარცხა - ზაზა ფაჩულიას 8 მოხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს მორიგ ტურში "დეტროიტ პისტონსმა" "დენვერ ნაგეტსს" უმასპინძლა და 129:103 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია სათადარიგო იყო და პარკეტზე 18:48 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულას, 2 პასს და 8 მოხსნას მოუყარა თავი, მან 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.


ყველაზე შედეგიანი "დეტროიტის" ლიდერი ანდრე დრამონდი იყო, რომელმაც 25:48 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა. მის ანგარიშზე 27 ქულა, 3 პასი
და 12 მოხსნაა.

"დენვერი" დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ლიდერია და ბოლო 6 მატჩი მოგებული ჰქონდა. რაც შეეხება "პისტონსს", ზაზა ფაჩულიას გუნდი 23 მოგებითა და 29 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, მე-8 ადგილოსან "მაიმისთან" შედარებით კი 3 თამაშით მეტი აქვს წაგებული.


"დეტროიტი" შემდეგ შეხვედრას "ნიუ იორკ ნიქსთან" 6 თებერვალს, ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.

დღის სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა:

ვაშინგტონი - ატლანტა 129:137
ბრუკლინი - მილოუკი 94:113
ნიუ ორლეანსი - ინდიანა 107:109
ფენიქსი - ჰიუსტონი 110:118
საკრამენტო - სან ანტონიო 127:112
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული