ლუკა ბულაშვილის 20 ქულა და გამარჯვება კონკურენტ გუნდთან შეხვედრაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიდატმა ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის რანგით მე-4 ლიგაში მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.

ქართველი უკანახაზელის "კულერედომ" შინაურ კედლებში ერთ-ერთი უშუალო კონკურენტი "პონფერადა" 65:61 დაამარცხა, ლუკა კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართველი უკანახაზელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 33 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ბულაშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ლუკას სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა და
ეს, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

"კულერედომ" 13 მოგება და 5 მარცხი მოაგროვა და კიდევ სამ გუნდთან ერთად პირველ-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ლიდერის რანგში მოგვევლინა. ქართველი ლეგიონერის გუნდს მომდევნო მატჩი 2 მარტს, სტუმრად, სწორედ ერთ-ერთ მდევარ "ჩანტადასთან" ელის.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული