ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის EBA ლიგაში 30 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
საქართველოს ერონული ნაკრების კანდიდატმა ლუკა ბულაშვილმა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი შედეგიანი მატჩი გამართა. ესპანეთის რანგით მე-4 დივიზიონში (EBA) მისმა "კულერედომ" სტუმრად ლუგოს "ესტუდიანტესთან" 72:86 წააგო, ჩვენებურმა კი 35 წუთში 30 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ბულაშვილმა 13-დან 6 ორქულიანი, 11-დან 3 სამქულიანი და 13-დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 8-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც სტუმართა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

"კულერედოს" 15
მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 30 მარტს, შინ, უახლოეს მდევარ "ხიხონთან" ჩაატარებს.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული