გოგა ბითაძეს ამერიკელი ჟურნალისტები უტაქტოდ მოექცნენ - მას შენგელია, უეიდი და გრინი ამხნევებენ

AutoSharing Option
20 ივნისს NBA-ს დრაფტი ჩატარდება და რომელიმე ამერიკულ გუნდში ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის არჩევას ველით, 19 ივნისს კი ჟურნალისტების წინაშე ბითაძე და სავარაუდო პირველი პიკი ზიონ უილიამსონი წარდგნენ.

იქაური მედიის მთელი ყურადღება უილიამსონმა მიიქცია და გოგა უყურადღებოდ დარჩა.

ბითაძე ცნობილმა კალათბურთელებმა გაამხნევეს:

საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია: "ეს სურათი კარგად დაიმახსოვრეთ, ბითაძე ყველას შეგახსენებთ თავს".

NBA-ს სამგზის ჩემპიონი დუეინ უეიდი: "ეს მოტივაციისთვის საწვავივით გამოიყენე".

"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი დრეიმონდ გრინი: "ბითაძემ ამ სურათს ყოველდღე უნდა უყუროს და ყველაფერი ლეწოს".

საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი: "მათ არ იციან, რეალურად ვინ არის გოგა".

საქართველოს ნაკრებისა და "სეტონ ჰოლის" კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი: "ჩემი ბიჭი ყველაფერს დაიმახსოვრებს! სჯობს ყველამ შეწყვიტეთ თამაში".

განმარტება გოგამაც გააკეთა: "ეს მოტივაციას მძენს. ვიცი, NBA-ს დრაფტი რაც არის და არ მინერვიულია. უფრო ბევრი შრომა მმართებს. უილიამსონი შესანიშნავი კალათბურთელია და გასაკვირი არაფერი არ მომხდარა. ჟურნალისტებმა კითხვები მეც დამისვეს. არ გავბრაზებულვარ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
NBA სხვა დონეა! ხედავთ სად მოუწია პირველი გამოცდის ჩაბარება? არაფერია, მოვა დრო და გადაატენის ყველას თავზე იმ მიკროფონებს, რომელიც სხვისკენ იყო მიშვერილი.
ნათია
20 ივნისი 2019 13:41
0
ეს არის ამერიკის ნამდვილი სახე გოგამ გული არ უნდა გაიტეხოს და იმ ჟურნალისტებს სანანებლად გაუსადოს საქმე
nnn
20 ივნისი 2019 06:56
13
რა შუაშია ამერიკის ნამდვილი სახე? რუსეთში როგორ ხდება ხომ არ იცი?
papai
20 ივნისი 2019 10:16
10
shen gonze ar xar mgoni saertod. amerika ra shuashia??? dzaan ki gsurs ik chasvla da vizis ageba
but
20 ივნისი 2019 13:29
7
ჩემო გოგა,15წელია ამერიკაში ვარ და რომ ჩამოვედი ერთ ოჯახში რომ მივედი სამუშაოდ უკანონო იდგა.მივედი და დაუკარი.ამ კაცმა იცი რა მითხრა-ვა იცი პიანინო რა არისო...თურმე მცოდნია მეთქი...აუ აღარც მახსოვდა ეგ ისტორია,ეხლა ამ ამბავმა გამახსენდა.მშვენივრად ვარ იმის მერე.ისე იმ კაცს ვმკურნალობდი,4ჯერ სიკვდილს გადავარჩინე,იმანაც მადლობის პონტში მანქანა მიყიდა.ოღონდ ეგ აღარ უთქვია,იცი მანქანა რა არისო....
კახა ქ.
20 ივნისი 2019 14:27
2
ქაჯები!
სალომე ზურაბიშვილი
20 ივნისი 2019 11:02
0
დაე ეს ფოტო ისტორიას დარჩეს!!!
goga sexnia
20 ივნისი 2019 17:03
0
საზიზღრები ბითაძე თქვენი ასადგები არაა მიდი გოგა მაგათ აჩვენე სეირი....
lis
20 ივნისი 2019 11:57
1
ძალიან მაგარი რეკლამა გამოუვიდა ბითაძეს, დღეს არავის აინტერესებს რას ლაპარაკობს ზაიონი ყველა ამ ფოტოზე ლაპარაკობს და პრესკოფერენციაზე უკეთესი შედეგი გაუკეთდა ამ ფოტოთი.
ქარ
20 ივნისი 2019 09:47
1
ზიონმა ითვალოს რამდენჯერ დაუფარებს გოგა ;) ვიღაც წერდა რომ აქ წესია ასეთი ჟურნალისტები ჯერ ერთს ეკითხებიან და შემდეგ გადმოინაცვლებენ მეორესთანო
ლაშა
20 ივნისი 2019 12:19
0
ჩვენ ჟურნალისტებს პირში წყალი რას დაუგუბებიათ ეგ იგივეა რომ წარედგინათ ამერიკელი ამომავალი... დრაფტის პიკის ნამბერ უან -მაგიდაზე წარწერით ჰენდრიქსონი- უილიამსონის ნაცვლად ქართველ ამოვალ ვარსკვლავს გვარს უმახნჯებენ ბითაზდე არა...ჰა ეროვნულ ჟურნალისტთა კავშირო გაეცით....
Draptis darbazidan
20 ივნისი 2019 11:27
1
ამერიკელები-ყველაზე უზრდელები, მათგან გოგა არაფერი არ უნდა გეწყინოს, ხომ გაგიგია ისე რომ მიდი მიაწე ჩვენ შენი გვჯერა.
დათო
20 ივნისი 2019 10:51
7

სიახლეები პოპულარული