გოგა ბითაძეს ამერიკელი ჟურნალისტები უტაქტოდ მოექცნენ - მას შენგელია, უეიდი და გრინი ამხნევებენ

AutoSharing Option
20 ივნისს NBA-ს დრაფტი ჩატარდება და რომელიმე ამერიკულ გუნდში ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძის არჩევას ველით, 19 ივნისს კი ჟურნალისტების წინაშე ბითაძე და სავარაუდო პირველი პიკი ზიონ უილიამსონი წარდგნენ.

იქაური მედიის მთელი ყურადღება უილიამსონმა მიიქცია და გოგა უყურადღებოდ დარჩა.

ბითაძე ცნობილმა კალათბურთელებმა გაამხნევეს:

საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" კაპიტანი თორნიკე შენგელია: "ეს სურათი კარგად დაიმახსოვრეთ, ბითაძე ყველას შეგახსენებთ თავს".

NBA-ს სამგზის ჩემპიონი დუეინ უეიდი: "ეს მოტივაციისთვის საწვავივით გამოიყენე".

"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელი დრეიმონდ გრინი: "ბითაძემ ამ სურათს ყოველდღე უნდა უყუროს და ყველაფერი ლეწოს".

საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანი მანუჩარ მარკოიშვილი: "მათ არ იციან, რეალურად ვინ არის გოგა".

საქართველოს ნაკრებისა და "სეტონ ჰოლის" კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი: "ჩემი ბიჭი ყველაფერს დაიმახსოვრებს! სჯობს ყველამ შეწყვიტეთ თამაში".

განმარტება გოგამაც გააკეთა: "ეს მოტივაციას მძენს. ვიცი, NBA-ს დრაფტი რაც არის და არ მინერვიულია. უფრო ბევრი შრომა მმართებს. უილიამსონი შესანიშნავი კალათბურთელია და გასაკვირი არაფერი არ მომხდარა. ჟურნალისტებმა კითხვები მეც დამისვეს. არ გავბრაზებულვარ".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 29 /
ძალიან მინდა ეს ფოტო ისტორიას როგორც დიდი პარადოქსი ისე შემორჩეს! გოგა, დაუმტკიცე ცოტა ხანში ამ რეპორტიორებს რა სისულელეს ჩადიოდნენ! ჩვენი იმედი ხარ!
მერაბი
21 ივნისი 2019 11:45
0
აი უნახავი ამერიკელების ნამდვილი სახე.
D.N.
21 ივნისი 2019 10:36
0
Gვარიც რომ დაუმახინჯეს ბიჭს.სასამართლოში უნდა ააფცქვნას უპასუხისმგებლობისათვის დრაფტის ორგანიზატორებს და ძალიან დაბალ ინფორმაციულ დონეზე უნდა მივუთოთ მათი პრეს მიხედავს ამ....
Michigan aveniudan
20 ივნისი 2019 10:58
0
მოვა დრო, ჩემთან მოსვლა მოგენატრებათ, მაგრამ მოსასვლელი პირი არ გექნებათ, ტრადიციას არ ღალატობთ არა?... რამტარირო, რიმტარირო...
ჯჯჯ
20 ივნისი 2019 10:45
5
რატომ არ გამოიყენა მათივე ვაი რეპორტიორების იარაღი "წაქეზებისა დამცირებით" გიორგი არ დაიზარო და მიუთითე მათ არაპროფესიონალურ უტაქტობაზე დღეს დრაფტისას .არაპროფესიონალმა უფაქტებოდ გამღიზიანებლებმა გვარიც კი დაგიმახინჯეს აბრევიატურაზე წარწერისაs მაგიდაზე შენს წინ რომ იყო მაგიდაზე დაწერილი. გვარსაც ვერ სწერთ სწორედ თქო და რა ობიექტურ კითხვას დასვამთქო მოყვარულებო თქო .შეახსენე იუმორით ტაქტიანად დრაფტისას სულ დაუგდებ ავტორიტეტს მაგ თავხედებს ელემენტალურ ჟურნალისტურ უვიცობს ფაქტით.წარწერაზე გვარი არსწორადაა დაწერილი:Goga Bitazde .sul gaacamtvereb rogorc specialistebs.
Kamikadze
20 ივნისი 2019 10:08
4
გოგა ბიძია ერთერთი უდიდესი კალათბურთელის სახელით შეხვალ NBAის ისტორიაში მე ამაში ეჭვიც არ მეპარება. გილოცავ და წარმატებებს გისურვებ შენ დიდ სპორტულ კარიერაში.
Isidore
21 ივნისი 2019 08:22
0
Kaia draftistvis energiulad da ufro motivirebuli gaxval moedanze, vinc caqcevis gemo icis is yoveltvis camodgeba fexze da ufro dzlierad. Ganagrdzobs cxovrebas, carmatebebi gogo, gamoiyene sheni yvela shansi mteli saqartvelo shens gverdit vart bogmianebis gamoklebit ☆ mkrtali varskvlavi xar jer da unda gaamuqo ase ★★★★★ ♡♡♡
Va-Le
20 ივნისი 2019 10:44
1

სიახლეები პოპულარული