"ინდიანა პეისერსის" 19 წლის ახალწვეულ გოგა ბითაძეს აშშ-ში სავიზო პრობლემები შეექმნა.
როგორც ინდიანაპოლისური კლუბის ვებგვერდი იუწყება, ქართველი ცენტრი გუნდთან ერთად ლას ვეგასში არ იმყოფება, სადაც "პეისერსმა" საზაფხულო ლიგისთვის ვარჯიში დაიწყო.
"ინდიანა" ტურნირში შაბათს, 7 ივლისს ჩაერთვება, გოგა კი "მემფისთან" მატჩს გამოტოვებს.
კლუბის ვებგვერდის ცნობით, ქართველი კალათბურთელი ლას ვეგასში ჩასვლას ამ შეხვედრის შემდეგ შეძლებს, საზაფხულო ლიგა კი 21 ივლისამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, "ინდიანა პეისერსმა" გოგა ბითაძე NBA-ის დრაფტზე მე-18 ნომრად აიყვანა.