თორნიკე შენგელია: NBA-ს კლუბებიდან შემოთავაზებები მქონდა, თუმცა...

AutoSharing Option
"ბასკონიასა" და საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ ესპანელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ NBA-ს კლუბებიდან შემოთავაზებები ჰქონდა, თუმცა გარანტიების ვერმიღების გამო ბასკურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა.

"მქონდა რამდენიმე შემოთავაზება NBA-ს "ფრენჩაიზებიდან", თუმცა ისინი სათამაშო წუთების გარანტიას არ მაძლევდნენ, მე კი თამაში მსურს და ამიტომაც დავრჩი "ბასკონიაში".

ასევე, მინდა ვისარგებლო საშუალებით და გავამხნევო "ოლიმპიაკოსის" მთავარი მწვრთნელი დევიდ ბლატი. ის შესანიშნავი ადამიანია. "ბასკონიას" სახელით მსურს გამოჯანმრთლება ვუსურვო. ჩვენ გვჯერა, ის დაავადებას დაამარცხებს და უფრო ძლიერი დადგება ფეხზე", - განაცხადა თორნიკე შენგელიამ.

"კლივლენდ კავალიერსის" ყოფილ
დამრიგებელ დევიდ ბლატს გაფანტული სკლეროზი დაუდგინდა და საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. თოკო შენგელია კი ესპანეთის ჩემპიონატს სექტემბრის ბოლოდან დაიწყებს, იქამდე "ბასკონიას" მოსამზადებელი მატჩები ელოდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამისთვის და მამამისისთვის მთავარია ფაჩულიას აგინონ და მეტი წარმატება არც აქვთ და არც აინტერესებთ. გობში ჩახარშვის თემაა
baybaydevi
23 აგვისტო 2019 12:55
6
იმიტომ ვერ ითამაშებდა, რომ არ თამაშობს ნბაში. სამქულიანებზე თუ დაოსტატდება მაგარ საქმეს გააკეთებს.ანუ 2 ნომერზე.
ddgfdf
22 აგვისტო 2019 02:57
1
როდემდე უნდა ეძახოთ ამ ორმეტრანახევარიან კაცს თოკო, ამოვიდა ყელში ეს თქვენი თოკოები, იკაკოები, გურამიკოები... ვაჟკაცია, სახელიც კაცური აქვს და წესიერად მოიხსენიეთ თუ შეიძლება რა
ემიგრანტი
21 აგვისტო 2019 17:27
3
გეთანხმები სრულად.ეს დედაქალაქის სენია,ლგბტ პროპაგანდაც-ც დედაქალაქიდან მოდის.პერიფერიაში ვაჟკაცობა დღესაც ფასობს და თუნდაც იყოს გადაგვარებულ-გადაჯიშებული ვინმე,მან თავისი ადგილი იცის და გარიყულია საზოგადოებიდან, ბუჩქებშია ჩამალული.თოკო,კოკო, რუსკა,ტრუსკა და ა.შ სირცხვილია,არაქართულია
vax-vax
22 აგვისტო 2019 08:25
4
ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა!!! სულ მაგას ვამბობ! NBA არ გვჭირდება. გაუმარჯოს თორნიკეს, უმაგრეს კალათბურთელს!
aburjga
21 აგვისტო 2019 15:17
4
თორმიკეზე ბევრად სუსტები არიან ევროპიდან ოკეანისგაღმა და შენგელია კიდე სანაკრებო თუ საკლუბო დონეზე უმტკიცებს ყველას რო თავისუფლად შეუძლია იქ თამაში გინდ ლიტვასთან და გინდ იტალია საბერძნეთან კარგად გამოჩნდა ეგ.
zaza
21 აგვისტო 2019 12:52
0
ეს და შერმადინი ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე ანაზღაურებადი კალათბურთელები არიან და რატო დადებს სასწორზე მილიონებს? იცის რომ არაა NBA ს დონის და მაგიტომ რჩება ესპანეთში სადაც მეტს უხდიან თორე ამერიკაში რომ უფრო განვითარდება ეგ ძაან კარგად იცის თუნდაც 5 წუთი ითამაშოს ყოველ თამაშში დაამტკიცოს და მიიღებს დროს
Corleone
21 აგვისტო 2019 11:08
50
თოკო ევროპის ტოპ 3 კალათბურთელებსი შედის ცნობისთვის. და თან წლების წინ ნბაში ნათამაშები თამაშებს გადახედე და მაშინაც კი როცა დროს აძლევდნენ არაერტხელ დამტკიცა თავისი კლასი
ბათუ
21 აგვისტო 2019 12:52
4
თორნიკე შენგელია მაღალი დონის კალათბურთელია და ნბა-ს გუნდებში მასზე მოთხოვნა იქნებოდა, ზოგიერთ გუნდში ძირითადი შემადგენლობის მე-4 ნომრისთვის თავისუფლად იბრძოლებდა, უფრო ძლიერ გუნდებში კი მინიმუმ საიმედო "როლევიკი" იქნებოდა. მაგალითად, ბოსტონ სელტიკსში თამაშობს გერმანელი მძიმე ფორვარდი დანიელ ტაისი, რომელიც წინა სეზონში საკმაოდ დიდ სათამაშო დროს იღებდა. შენგელია ტაისზე ორი თავით მაღლა დგას და თქვენი აზრით, რატომ ვერ ითამაშებდა ნბა-ში?
გულშემატკივარი
21 აგვისტო 2019 12:11
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული