გამარჯვებული ბოლო წამზე გაირკვა - თორნიკე შენგელიამ "რეალს" 20 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
3 ნოემბერს, ლიგა ენდესას 7 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე დასანანი მარცხი იწვნია "რეალთან" - 89:91.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 13 ქულით წააგეს, თუმცა მესამე მეოთხედი ჩინებულად ჩაატარეს, 36:18 მოიგეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ - ბოლო წამზე გაბრიელ დეკმა ორქულიანი ჩააგდო და სტუმრებს გამარჯვება მოუპოვა.

შენგელიამ 32:31 წუთში 20 ქულა (13-დან 3 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მეტ ჯენინგმა 27:39 წუთში თავის გუნდს 18 ქულა (4-დან 3
ორქულიანი, 6-დან 4 სამქულიანი) შესძინა, ერთხელ მოხსნა და 3-ჯერ ჩაჭრა ბურთი და 4 პასი გააკეთა.

"ბასკონია" 3 მოგებით მე-9 ადგილზეა და 10 ნოემბერს გასვლაზე აუტსაიდერ "მონბუსს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 3 /
მარტო თოკოს ჯამში 29 ქულა გაუფუჭდა...ეტყობა რეალმაც ბევრი აფუჭა, თორემ ასეთი სტატისტიკის ფონზე თანაბარი თამაში როგორ იყო?!
პაატა
13:17 04-11-2019
1
13 დან 3 ორქულიანი რა უბედურებაა?
REZO
12:36 04-11-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული