გოგა ბითაძის პირადი რეკორდი ქულებში - "ინდიანა" "ვაშინგტონს" გაუსწორდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 ნოემბერს გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსმა" "ვაშინგტონ უიზარდს" უმასპინძლა და ანგარიშით 121:106 დაამარცხა.

სასტარტო ხუთეულს დაუბრუნდა დომანტას საბონისი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა და შესაბამისად, ქართველმა ცენტრმა სათადარიგოზე გადაინაცვლა, მაგრამ ამის მიუხედავად, ბითაძემ 20 წუთი მაინც ითამაშა.

ბითაძემ ამ ხნის განმავლობაში 13 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ეს გოგას პირადი რეკორდია, მას აქამდე NBA-ში 13 ქულა არ ჩაუგდია.

ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. ბითაძემ მხოლოდ ერთხელ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური
მიიღო.

11 ქულა ბითაძემ პირველ ნახევარში 8:31 წუთში ჩააგდო.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა ვაშინგტონელმა ბრედლი ბილმა ჩააგდო. "ინდიანადან" კი ყველაზე მეტი, 21 ქულა თი ჯეი უორენმა ჩააგდო.

საბონისმა კი 13 ქულა, 17 მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

ამ მატჩის შემდეგ "ინდიანას" 4 მოგება და 4 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ბითაძის "ინდიანა პეისერსი" შინ 9 ნოემბერს, ჩვენი დროით 04:00 საათზე, "დეტროიტ პისტონსთან" გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

დეტროიტი-ნიუ იორკი 122:102
ატლანტა-ჩიკაგო 93:113
ჰიუსტონი-გოლდენ სტეიტი 129:112
ტორონტო-საკრამენტო 124:120
მემფისი-მინესოტა 137:121
დალასი-ორლანდო 107:106
იუტა-ფილადელფია 106:104
კლიპერსი-მილუოკი 124:129

მკითხველის კომენტარები / 7 /
ყველა თამაშში ასე ხდება,თავიდან ძალიან კარგად იწყებს და ქულებს აქუჩებს,შემდეგ კი თანდათან იკარგება.ეტყობა იქაურ სისწრაფეებს ჯერ ბოლომდე ვერ მიეჩვია.კარგია რომ სროლებში ენდობიან და თვითონაც თამამად ესვრის.
სოსო
11:33 07-11-2019
0
რა ცოტა მოხსნააა???ხო არ ღადაობთ???საქართველოს სუპერლიგაში რომ აკეთებენ 13 ქულას და 3 მოხსნას მაგაზე გიჟდებიან ხალხი და ნბაში 13 ქულას ხო არ მეხუმრებით???ძალიან კარგი ბიჭია და ეგრე უნდა გააგრძელოს!!!პირველი თვეა ნბაში და უფრო მაგრათ გამოიწრთობა მომავალში.წელს ჩავარდნებიც ექნება და დიდებული თამაშები!
vasiko
13:58 07-11-2019
0

სიახლეები პოპულარული