თორნიკე შენგელიამ ესპანეთის ჩემპიონატზე შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.
მე-8 ტურში "ბასკონიამ" სტუმრად 92:79 დაამარცხა "მონბუსი" და თორნიკე საუკეთესო იყო.
მან 33:46 წუთში 29 ქულა (14-დან 6 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 13-დან 11 საჯარიმო , 7 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. 29 ქულა ლიგა ენდესაზე თორნიკეს სარეკორდო მაჩვენებელია.
ის მატჩის ბომბარდირი და მარგი ქმედების 32-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი პერიოდის ბოლო წამზე შენგელიამ საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო ბურთი.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეტ ჯენინგი 26:08 წუთში "ბასკონიას" 11 ქულით შეეწია.
"ბასკონია" 4 მოგებით მე-6 ადგილზეა და 17 ნოემბერს "ფუენლაბრადას" უმასპინძლებს.