თორნიკე შენგელიას ევროლიგის მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 ნოემბერს, ევროლიგის მე-7 ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად 74:81 დამარცხდა "მილანოსთან".

3 მეოთხედის შემდეგ მასპინძლები მხოლოდ 1 ქულით იყვნენ წინ, დასკვნითი პერიოდი კი უკეთ ჩაატარეს და გაიმარჯვეს.

შენგელიამ 26:13 წუთში 12 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 5-დან 3 საჯარიმო), 9 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მეთ ჯენინგი 23:39 წუთში ბასკურ გუნდს ოდენ 5 ქულით შეეწია.

"ბასკონია" 3 მოგებით მე-12 ადგილზეა და 14 ნოემბერს "მაკაბის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული