NBA. რეგულარული: "ინდიანამ" მოიგო, გოგა ბითაძე არც კი ათამაშეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 დეკემბერს NBA-ს რეგუალრული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღე გაიმართა.

გოგა ბითაძის "ინდიანამ" სტუმრად "ოკლაჰომა" 107:100 დაამარცხა. ქართველი ცენტრი განაცხადში იყო, თუმცა სამწუხაროდ მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ბითაძეს სათამაშო წუთი არ მისცა.

რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი 24 ქულა თიჯეი უორენმა ჩააგდო, დომანტას საბონისმა 17 ქულას 13 მოხსნა მიამატა. მაილს ტერნერტმა 26 წუთში 12 ქულა ჩააგდო.

"ოკლაჰომადან" სტივ ადამსი 20 ქულით გამოირჩა, შროდერმა და გალინარიმ კი 18-18 ქულა ჩააგდეს.

მომდევნო მატჩს "ინდიანა" 7 დეკემბერს სტუმრად "დეტროიტთან" ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის
სხვა მატჩები ასე დასრულდა:

შარლოტი-გოლდენ სტეიტი 106:91
დეტროიტი-მილუოკი 103:127
ორლანდო-ფინიქსი 128:114
ატლანტა-ბრუკლინი 118:130
ბოსტონი-მაიამი 112:93
ჩიკაგო-მემფისი 106:99
დალასი-მინესოტა 121:114
იუტა-ლეიკერსი 96:121
პორტლენდი-საკრამენტო 127:116
მკითხველის კომენტარები / 7 /
ერთხელ უკვე დავწერე ამის თაობაზე, ყველა ევროპელი ლუკა დონჩიჩი ვერ იქნება... გოგას კიდევ მიეცემა უამრავი შანსი ინდიანაში და დარწმუნებული ვარ ის იქნება ყველაზე წარმატებული ქართველი ნბა-ში, ამისათვის არაა საჭირო მაინდამაინც ნბა-ს მოგება, ამას უფრო იღბალი სჭირდება...სკეპტიკოსებს კი ცოტა მოცდას ვთხოვ, ყველაფერი ნბა-სთან შეგუებას სჭირდება, აქ სხვა სიჩქარეებია და სხვა ტაქტიკური ბრძოლებია...
Maximus
06 დეკემბერი 2019 17:14
0
ახლავე უნდა წავიდეს...თორემ მეორად- ,,დამყენებელ,, კალათბურთელად გადააქცევენ -დატოვებენ ...არადა გაცილებით დიდი პოტენციალი გააჩნია!
გლახუნა
05 დეკემბერი 2019 20:36
5
ეს პირველი სეზონია და ეს,მოსალოდნელიც იყო.გოგას გარდა ორი ისეთი ცენტრი ჰყავს ინდიანას,რომ ყოველ თამაშში მესამეს დატვირთვას,თუ ამის საჭიროება არ იქნა,არ იზავენ.ტერნერი ჩადგა ფორმაში და მას რა თქმა უნდა წინ აყენებენ.გოგასაც მოუწევს თამაშები,მიეცემა დრო,მაგრამ ალბათ მაშინ,როცა ძირითადი ცენტრების დასვენება გახდება საჭირო,ან ნაკლებად დაძაბულ მომენტებში.მთავარია თვითონ მან არ ჩამოყაროს ყურები და ფორმა არ დაკარგოს.ფიზიკურად მომაგრებაც სჭირდება,ჩვენ თვითონაც ხომ ვნახეთ,რომ როცა დატვირთეს,რაღაც დროის შემდეგ ეფექტურობას ჰკარგავდა და იკარგებოდა.ამერიკაში სულ სხვანაირი დატვირთვებია და მას შეგუება სჭირდება.
სოსო
05 დეკემბერი 2019 20:20
0
რას ერჩოდა ეს ინდიანა ამ ჩვენს კარგ და ნიჭიერ ბიჭს??!! როცა მიეცა თამაშის საშუალება, დღე-დღეზე უმატებდა! ინდიანაში ისეთი შემადგენლობა ყავდათ გოგას ტიპის კალათბურთელი ნამდვილად არ სჭირდებოდათ! მაინც აიყვანეს!!! ახლა გოგამ რა ქნას, მთელი წელი სკამი უქმად ხეხოს, ინატროს რომ კონკურენტმა კალათბურთელებმა ტრავმა მიიღონ და იმარჩიელოს როდის ათამაშებენ 3-5 წუთს?! ასეთი ვითრება 19-20 წლის ბიჭს კი არა გამობრძმედილ მოთამაშეს დააწყვიტავს ნერვებს!
aburjga
05 დეკემბერი 2019 19:56
0
დონე რომ ქონდეს სკამზე არავინ დასვამდა ქართველებო ობიეტრობა ისწავლეთ
kico
05 დეკემბერი 2019 14:44
15
რას ერჩოდა ეს ინდიანა ამ ცვენს კარგ და ნიჭიერ ბიჭს??!! როცა მიეცა ტამაშის საშუალება, დღე-დღეზე უმატებდა! ნამდვილად არ სჭირდებოდათ ისეთი შემადგენლობა ყავდათ! ახლა გოგამ რა ქნას, მთელი წელი სკამი უქმად ხეხოს და იმარჩიელოს როდის ატამაშებენ 3-5 წუთს?!
aburjga
05 დეკემბერი 2019 11:47
3
ერთხელ კიდევ: ფაჩულიასავით!
zurab
05 დეკემბერი 2019 11:25
5

სიახლეები პოპულარული