12 დეკემბერს გოგა ბითაძის "ინდიანამ" "ბოსტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 122:117 დაამარცხა.
სამწუხაროდ, ქართველ ცენტრს კვლავ მცირე სათამაშო დრო მიეცა - გოგამ პარკეტზე მხოლოდ 2:01 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში მის სტატისტიკურ მაჩვენებელში კვლავ 0 დაფიქსირდა. შეგახსენებთ, რომ ბითაძეს უკვე 7 მატჩია ქულა არ ჩაუგდია.
რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი, 44 ქულა კემბა უოკერმა ჩააგდო, ხოლო "ინდიანადან" 29 ქულით მალკოლმ ბროგდნონი გამოირჩა. დომანტას საბონისმა 15 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა, ხოლო მაილს ტერნერმა 24:21 წუთში 11 ქულა ჩააგდო.
"ინდიანას" აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 მოგება და 9 მარცხი აქვს. ამ მაჩვენებლით "პეისერსი" მე-6 ადგილზეა.
გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 14 დეკემბერს სტუმრად "ატლანტასთან" ჩვენი დროით 04:30 საათზე გამართავს.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
კლივლენდი-ჰიუსტონი 110:116
ორლანდო-ლეიკერსი 87:96
ტორონტო-კლიპერსი 92:112
ბრუკლინი-შარლოტი 108:113
ჩიკაგო-ატლანტა 136:102
მინესოტა-იუტა 116:127
ფინიქსი-მემფისი 108:115
მილუოკი-ნიუ ორლეანი 127:112
საკრამენტო-ოკლაჰომა 94:93
გოლდენ სტეიტი-ნიუ იორკი 122:124